ფეხბურთი

21:13 | 24.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

თბილისური დერბი "საბურთალომ" მოიგო

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეათე ტურში თბილისური დერბი შედგა, რომელშიც „საბურთალო“ „ლოკომოტივს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.

მატჩის ბედი დასაწყისშივე იური ტაბატაძის გატანილმა გოლმა გადაწყვიტა და მიუხედავად იმისა, რომ „ლოკოს“ გასათანაბრებად ბევრი დრო ჰქონდა, მარცხს თავი ვერ დააღწია. აღსანიშნავია, რომ მატჩის ბოლოს უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა მთავარ მსაჯთან იკამათა და წითელი ბარათი მიიღო. ის უკმაყოფილო იყო არბიტრის მოქმედებებით და საქმე იქამდეც მივიდა, რომ მას ფიზიკურად შეეხო.

„საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხვიჩა შუბითიძემ ზედიზედ მეორედ იმარჯვა და მისი გუნდი 17 ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო „ლოკომოტივს“ 14 ქულა აქვს და მეხუთე პოზიციაზეა.

„ლოკომოტივი“ – „საბურთალო“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ტაბატაძე (21)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107189