ფეხბურთი

18:01 | 24.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

"სამტრედიამ" ექვსქულიანი თამაში მოიგო

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეათე ტურში „სამტრედიამ“ „ეროსი მანჯგალაძის“ სახელობის სტადიონზე უშუალო კონკურენტ „თელავს“ უმასპინძლა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

გია ცეცაძის გუნდმა პირველი წრე სუსტად ჩაატარა, ერთადერთი თამაში მოიგო და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეც იყო. ამდენად, „თელავთან“ გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა. მეორეს მხრივ უკეთეს ვითარებაში არც რევაზ გოცირიძის გუნდი იმყოფებოდა.

საბოლოოდ, „სამტრედიამ“ მიაღწია მიზანს. მასპინძლებმა პირველივე ტაიმში ორი გოლი გაიტანეს და კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს. მეორე ტაიმის სტარტზე სტუმრებმა ერთი ბურთი გაქვითეს, მაგრამ მერე მეტი ვეღარაფერი გააწყვეს და უქულოდ დარჩნენ.

„სამტრედიამ“ 7 ქულა დააგროვა და ერთბაშად ორი პოზიციით აინაცვლა, ხოლო „თელავი“ 6 ქულით მეცხრე ადგილზე დაქვეითდა.

„სამტრედია“ – „თელავი“ 2:1 (2:0)

გოლები: 1:0 ნათან ჟუნიორი (34), 2:0 ბერიაშვილი (38, ა.გ), 2:1 შეყილაძე (50)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119053