ფეხბურთი

13:49 | 24.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულმა" კონატეს ტრანსფერი შეათანხმა

გერმანული „ლაიფციგის“ ცენტრალური მცველი იბრაჰიმა კონატე ზაფხულში კარიერას „ლივერპულში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ტვიტერში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება.

წყაროს თანახმად, მერსისაიდელებმა 21 წლის ფრანგ ფეხბურთელთან ხუთწლიანი კონტრაქტი შეათანხმეს. „ლივერპული“ „ლაიფციგს“ 35 მილიონ ევროს გადაუხდის, ხოლო პირადი კონტრაქტის დეტალები უცნობია.

მიმდინარე სეზონში იბრაჰიმა კონატემ „ლაიფციგში“ ყველა ტურნირზე 18 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

0.146294