ფეხბურთი

10:57 | 24.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "იქნებ, უეფამ წელიწადი 400-დღიანი გახადოს და პრობლემა მოგვარდებოდა"

ინგლისური „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი დაიწუნა, რომელიც 2024-2025 წლების სეზონიდან უნდა ამოქმედდეს. გვარდიოლამ უეფას გადაწყვეტილებაზე ცინიკურად ისაუბრა.

„ყოველთვის ასეა. ფეხბურთში ყველა ითხოვს ხარისხის გაუმჯობესებას და უეფა მატჩების რაოდენობას ზრდის. ჩვენ პროცესებს არ ვხელმძღვანელობთ, ამიტომ, იქნებ უეფას და ფიფას ვთხოვოთ წლის გაზრდა? მართლა ვამბობ, არ ვიცი. ალბათ, წელიწადში 400 დღე პრობლემას გადაჭრიდა“, - თქვა ირონიულად გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის თანახმად 32 გუნდის ნაცვლად 36 გუნდი ითამაშებს, ჯგუფური ეტაპი გაუქმდება და ყველა გუნდი თავს ერთად მოიყრის. რვა საუკეთესო გუნდი პლეი-ოფში გავა, ხოლო დანარჩენი გუნდები კვალიფიცირებას პლეი-ოფის დამატებითი მატჩებით მოიპოვებენ. მთლიანობაში კლუბებს ექვსი თამაშით მეტის ჩატარება მოუწევთ, ვიდრე ამჟამინდელ ფორმატში ატარებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113824