ფეხბურთი

19:51 | 23.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

რამოსმა ვარჯიში განაახლა

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" მცველმა სერხიო რამოსმა ვარჯიში ინდივიდუალური პროგრამით დაიწყო. აღნიშნული ინფორმაცია ფეხბურთელმა ტვიტერის გვერდის მეშვეობით გაავრცელა.

რამოსმა მუხლის ტრავმა მიიღო და შემდეგ კორონავირუსი ჰქონდა. ჯერჯერობით სერხიო ინდივიდუალურად ივარჯიშებს და გუნდს მოგვიანებით შეუერთდება. ჯერჯერობით უცნობია ფეხბურთელის დაბრუნების ზუსტი დრო.

მიმდინარე სეზონში ესპანელმა მცველმა საკლუბო დონეზე 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ოთხი გოლი გაიტანა. ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უსრულდება და შესაძლოა "რეალი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

0.098736