თამაშგარე

14:23 | 23.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბარ რაფაელს აგუეროსი ეიმედება

ესპანეთში მოღვაწე ებრაული წარმოშობის მოდელის, ბარ რაფაელის შესახებ ფეხბურთის ქომაგებმა უკვე კარგად უწყიან, რადგან ეს “პაჟალუსტა“ ქალბატონი წლებია თავს კატალონიის “ბარსელონას“ თავგადაკლულ ქომაგად რაცხს და ამის გამო, ხშირად ხდება ისე, რომ ფეხბურთთან დაკავშირებულ კომენტარებს სპორტის ექსპერტივით აკეთებს ხოლმე.

ახლახანს რაფაელი კატალონიურ კლუბში არგენტინელი შემტევის, სერხიო აგუეროს შესაძლო გადასვლას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მას ადრეც უოცნებია “კუნის“ ბარსელონაში გადაბარგებაზე, თუმცა მაშინ ეს ბიჭი “მანჩესტერ სიტიში“ ირჯებოდა და ინგლისური კლუბის შეძლებიდან გამომდინარე, სერხიოს კატალონიაში წასვლა წარმოუდგენლად ეჩვენებოდა.

ფეხბურთზე გულშევარდნილი ბარ რაფაელი იმასაც ამობს, რომ “ბარსელონა“ ზოგადად განახლებას საჭიროებს და ამ გუნდს ბევრ რგოლში ჭირდება აგუეროსთანა დიდი ფეხბურთელების დამატება, რაც ცხადია ბევრ ფულს მოითხოვს და ეს ფული “მუხას რომ არ ასხია“, ვინ-ვინ და ამ მშვენიერმა ქალმა კი ნამდვილად უნდა იცოდეს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131166