ფეხბურთი

15:23 | 22.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ქომაგები კლუბის ბაზას შეესივნენ

მიუხედავად იმისა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ უარი თქვა ყბადაღებულ ევროპის სუპერლიგაში თამაშზე, გულშემატკივრები მაინც უკმაყოფილოები არიან და მფლობელების - გლეიზერების ოჯახის კლუბიდან წასვლას მოითხოვენ.

დღეს დილიდან, ტრანსპარანტებმომარჯვებულმა ქომაგთა ჯგუფმა საწვრთნელი ბაზის ორივე შესასვლელი დაბლოკა და ხმაურით აიკლო იქაურობა. მერე ბაზის ერთ-ერთ მინდორეც შეაღწიეს და პროტესტი იქ გააგრძელეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107179