ფეხბურთი

11:52 | 22.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: „უეფა კლუბებს ძალიან ცოტა ფულს უტოვებს“

იტალიის ჩემპიონატის 32-ე ტურში „სპეციასთან“ (1:1) მატჩის შემდეგ, „ინტერის“ მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე ჟურნალისტებს სუპერლიგის შესახებ ესაუბრა.

„ცხადია, გავიგეთ ამბები სუპერლიგაზე. როგორც ადამიანი, რომელიც მჭიდროდაა სპორტთან დაკავშირებული, ვფიქრობ, რომ ტრადიციები არ უნდა დავივიწყოთ. ისტორიას პატივი უნდა ვცეთ. ჩვენ ვმუშაობთ რათა გავიმარჯვოთ და რაღაც გამოვიმუშაოთ.

უეფა უნდა დაფიქრდეს. დიახ, ისინი ტურნირებს ატარებენ, მაგრამ კლუბებს ძალიან ცოტა ფულს უტოვებენ.

გადატვირთული კალენდრის გამო მოთამაშეები ლიმონივით გამოწურულები არიან. სამაგიეროდ კი ცოტას იღებენ. ამიტომ ფეხბურთის ხელმძღვანელები უფრო სამართლიან ანაზღაურებაზე უნდა დაფიქრდნენ.“ - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს Football Italia.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108634