ფეხბურთი

1:56 | 22.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერის" მორიგი ნაბიჯი სკუდეტოსკენ, "მილანი" საფრთხის ქვეშ

იტალიის სერია A-ს 32-ე ტურის შემდეგ მილანის „ინტერმა“ სკუდეტოსკენ მორიგ ნაბიჯი გადადგა, იმის მიუხედავად, რომ ვერ მოიგო. საქმე ისაა, რომ „ნერაძურის“ უპირატესობა უახლოეს მდევართან გაიზარდა და ჩემპიონობა უკვე ძალიან ახლოსაა.

„ინტერი“ სტუმრად „სპეციას“ ესტუმრა და დასაწყისშივე გაუშვა, რასაც ტამის ბოლოს ივან პერიშიჩმა უპასუხა და შეხვედრაც ფრედ 1:1 დასრულდა. დაკარგული ქულების მიუხედავად ანტონიო კონტე უკმაყოფილო არ უნდა იყოს, რადგან „მილანს“ უკვე 11 ქულით უსწრებს.

„მილანს“, რომელმაც შინ „სასუოლოსთან“ წააგო. სტეფანო პიოლის გუნდი 76-ე წუთამდე იგებდა, მაგრამ შემდეგ 6-წუთიან ინტერვალში 21 წლის ჯაკომო რასპადორიმ დუბლი შეასრულა და „ნეროვერდიმ“ 2:1 იმარჯვა. სხვათა შორის, ის თამაშში შეცვლაზე ჩაერთო და 1994 წლიდან მოყოლებული პირველი ფეხბურთელია, რომელმაც „მილანს“ დუბლი შეასრულა ცვლილებიდან. „როსონერი“ მეორე ადგილზე რჩება, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა უკვე საფრთხის ქვეშაა, რადგან კონკურენტები ძალიან ახლოს არიან და რაც მთავარია, „ატალანტა“ ამ ტურის მატჩს თუ მოიგებს, გადაასწრებს კიდეც.

ტურინის „იუვენტუსმა“ ღრმა აუტსაიდერ „პარმას“ უმასპინძლა და დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა. ანდრეა პირლოს გუნდს ამ შეხვედრაში ქულების დაკარგვის უფლება არ ჰქონდა, რადგან ჩემპიონთა ლიგის საგზური, რომელიც სუპერლიგის ჩაშლის შემდეგ ისევ აქტუალურია, სასწორზე დევს.

„იუვემ“ „პარმასთან“ თამაში კატასტროფულად დაიწყო და აგებდა. გუნდთან, რომელიც პრაქტიკულად სერია B-შია. გასტონ ბრუგმანმა საჯარიმო დარტყმა დიდებულად შეასრულა. „იუვემ“ ტაიმის ბოლოს გაათანაბრა. მატიას დე ლიხტის პასით ალექს სანდრომ შეძლო თავის გამოჩენა.

ბრაზილიელ მცველს საუკეთესო თამაში ჰქონდა. მან მეორე ტაიმის მეორე წუთზეც გაიტანა და დუბლი შეასრულა. „იუვე“ დაწინაურდა და ცოტა ამოისუნთქა. თუმცა, შემდეგ „პარმას“ გათანაბრების შანსი ჰქონდა, მაგრამ არტურმა ცარიელი კარიდან გამოიტანა. ფაქტი იყო, რომ 2:1 სახიფათო ანგარიში გახლდათ, მაგრამ 68-ე წუთზე მატჩის ბედი გადაწყდა. დე ლიხტმა ამჯერად თავად გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

ეს გამარჯვება სამი ფეხბურთელის შესანიშნავი თამაშის დამსახურებაა: ალექს სანდროს დუბლი, დე ლიხტის გოლი და საგოლე პასი და კუადრადოს ორი საგოლე პასი. „იუვენტუსმა“ 65 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე აინაცვლა, „მილანთან“ ჩამორჩენა ერთ ქულამდე შემცირდა. იქვეა „ატალანტა“, რომელსაც თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და ხუთშაბათს „რომას“ გაეჯიბრება.

„იუვენტუსი“ – „პარმა“ 3:1 (1:1)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (4-4-2): ბუფონი; დანილო, ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო; კუადრადო (კულუშევსკი 74), ბენტანკური (რაბიო 74), არტური (ბერნარდესკი 87), მაკკენი (რემზი 74); დიბალა (მორატა 84), რონალდუ

მწვრთნელი: ანდრეა პირლო

„პარმა“ (4-3-3): კოლომბი; ლაურინი, ბანი, ოსორიო, პეცელა (ბუსი 81); გრასი, ბრუგმანი (ერნანი 71), კურტიჩი; მანი (კარამო 81), პელე (კორნელიუსი 61), ჟერვინიო (მიჰაილა 62)

მწვრთნელი: რობერტო დავერსა

გოლები: 0:1 ბრუგმანი (25), 1:1 ალექს სანდრო (43), 2:1 ალექს სანდრო (47), 3:1 დელიხტი (68)

გაფრთხილება: მაკკენი (23), რონალდუ (90) - ერნანი (88), კარამო (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (8) – 10 (4) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 6:6 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: პიერო ჯაკომელი

„მილანი“ – „სასუოლო“ 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 ჩალჰანოღლუ (30), 1:1 რასპადორი (76), 1:2 რასპადორი (83)

„ბოლონია“ – „ტორინო“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ბაროუ (25), 1:1 მანდრაგორა (58)

„კროტონე“ – „სამპდორია“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 კუალიარელა (53)

„ჯენოა“ – „ბენევენტო“ 2:2 (2:2)

გოლები: 0:1 ვიოლა (5, პენ), 1:1 პანდევი (11), 1:2 ლაპადულა (15), 2:2 პანდევი (21)

„სპეცია“ – „ინტერი“ 1:1 (1:1)

გოლები: 1:0 ფარიასი (12), 1:1 პერიშიჩი (39)

„უდინეზე“ – „კალიარი“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ჟოაო პედრო (55, პენ)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.173013