სხვა

17:06 | 21.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

წყალბურთი: "დინამო თბილისის" დრამატული მარცხი და განიავებული ისტორიული შანსი

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მეცხრე ტურში „დინამო თბილისი“ „ვასპო ჰანოვერს“ დაუპირისპირდა და ისტორიული შანსი დრამატულად, ბოლო წუთებზე ხელიდან გაუშვა.

დეიან სტანოიევიჩის გუნდი გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფში მეოთხე ადგილს და შესაბამისად, პლეი-ოფში თამაშის შანსს პრაქტიკულად გაინაღდებდა, რაც ისტორიული მოვლენა იქნებოდა. ამიტომაც, თამაში გადამწყვეტილი მნიშვნელობას ატარებდა.

„დინამომ“ სამი პერიოდი ბრწყინვალედ ჩაატარა და ძალიან ახლოს იყო გამარჯვებასთან. გერმანელები სამჯერ იგებდნენ, მაგრამ სამჯერვე ქართველმა წყალბურთელებმა ანგარიში გაათანაბრეს და პირველი ტაიმი ფრედ 3:3 დასრულდა.

მესამე პერიოდი „დინამო თბილისმა“ იდეალურად ჩაატარა, 3:1 მოიგო და შესაბამისად, ბოლო მეოთხედის წინ ორბურთიანი უპირატესობა ჰქონდა. სტანოიევიჩის გუნდი ამ უპირატესობას თამაშის დასრულებამდე 4 წუთით ადრე ინარჩუნებდა, მაგრამ სწორედ ეს მონაკვეთი 0:3 დათმო და საბოლოოდ, 6:7 დამარცხდა, რის შედეგადაც ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა. თბილისელთა რიგებში სამი გოლი სარიჩის ანგარიშზეა, ორჯერ მაგრაქველიძემ გაიტანა, ხოლო ერთხელ მეტოქის კარი ვაპენსკიმ დალაშქრა.

„დინამო თბილისი“ 6 ქულით ჯგუფში მეხუთე ადგილზეა და ბოლო ტურის მატჩს ხვალ მასპინძელ „ფერენცვაროშთან“ ჩაატარებს.

„დინამო თბილისი“ – „ჰანოვერი“ 6:7 (1:1, 2:2, 3:1, 0:3)

გოლები: 0:1 რადოვიჩი, 1:1 სარიჩი, 1:2 მუსლიმი, 2:2 სარიჩი, 2:3 მულიმი, 3:3 სარიჩი, 4:3 ვაპენსკი, 5:3 მაგრაქველიძე, 6:3 მაგრაქველიძე, 6:4 ბუგულიანი, 6:5 მუსლიმი, 6:6 მუსლიმი, 6:7 ნაგაევი

0.145403