ფეხბურთი

2:28 | 20.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მაკარიძემ "ესპანიოლთან" პენალტი მოიგერია და "ალმერია" წაგებას გადაარჩინა (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 35-ე ტურში გიორგი მაკარიძემ პენალტი მოიგერია. ქართველი მეკარის „ალმერია“ შინ ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ „ესპანიოლს“ დაუხვდა და გიორგის დიდი დამსახურებით ქულა მოიპოვა.

„ალმერია“ 50-ე წუთზე უმარ სადიქის გოლით დაწინაურდა, მაგრამ 8 წუთში სტუმრებმა წონასწორობა აღადგინეს (მაკარიძეს გოლში ბრალი არ მიუძღვის). 10 წუთში ქართველმა მეკარემ პენალტი მოიგერია, მან რაულ დე ტომასს აჯობა, რომელმაც სხვათა შორის, პირველ წრეში მის კარში გოლი მოედნის ცენტრიდან გაიტანა.

დარჩენილ დროში გიორგიმ კიდევ ერთხელ მაგარი სეივი შეასრულა და თავის გუნდს ქულა გადაურჩინა. 31 წლის კარის დარაჯს მიმდინარე სეზონში 26 თამაში აქვს ჩატარებული, საიდანაც 8-ჯერ კარი მშრალად შეინახა.

„ალმერია“ ლა ლიგა 2-ში 61 ქულით მესამე ადგილზეა და ორ გადასასვლელ პოზიციაზე მოხვედრა ალბათ ძალიან გაუჭირდება, რადგან „ესპანიოლს“ 10 და „მალიორკას“ 7 ქულით ჩამორჩება, თუმცა, პლეი-ოფში დიდი ალბათობით, პრობლემების გარეშე გავა და ამ გზით ეცდება ლა ლიგაში აღზევებას.

0.150155