ჭიდაობა

21:57 | 19.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფალი ჭიდაობა: ორი ბრინჯაოს მედლის შანსი ევროპის ჩემპიონატზე

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო, სადაც დღეს ხალიჩაზე 5 ქართველი მოჭიდავე გავიდა. აქედან ორმა ნახევარფინალს უწია, მაგრამ ფინალში გასვლა ვერცერთმა მოახერხა და ამრიგად, 20 აპრილს ქართველ მოჭიდავეებს ორი ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვთ.

79 კგ წონით კატეგორიაში ნიკა კენჭაძემ ნახევარფინალამდე უკრაინელი ვალენტინ ბაბი (10:5) და რუსი მალიკ შავაევი (4:3) დაამარცხა, ნახევარფინალში კი სლოვაკ ახსარბეკ გულაევთან 4:5 დამარცხდა და ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

97 კგ წონით კატეგორიაში ელიზბარ ოდიკაძემ ასპარეზობა მოლდოველ რადუ ლეფტერთან (10:0) გამარჯვებით დაიწყო და შემდეგ ბელარუსი ალიაკსანდრ ჰუშტინი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა, რის შედეგადაც ნახევარფინალში ჭიდაობის უფლება მოიპოვა, თუმცა კენჭაძის მსგავსად ფინალში გასვლა ვერ შეძლო, რადგან თურქ სულეიმან კარადენიზთან დამარცხდა და ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა მოუწევს.

57 კგ წონით კატეგორიაში ბექა ბუჯიაშვილმა იასპარეზა, რომელმაც პირველივე შეხვედრა ბულგარელ მიხაი სალიმ ნაიმთან 5:9 წააგო და ვინაიდან ნახევარფინალი მანაც დათმო, ქართველმა მედლის შანსი დაკარგა. 65 კგ წონით კატეგორიაში შმაგი თოდუამ ევროპის ჩემპიონატი ფრანგ ჟან-რენე სტიკერთან გამარჯვებით (8:4) დაიწყო, მაგრამ მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ალი რაჰიმზადესტან 4:9 წააგო, ფინალში ვერც აზერბაიჯანელი მოწიდავე გავიდა და თოდუამ მედლის შანსი დაკარგა. 70 კგ წონით კატეგორიაში დავით ტლაშაძემ პირველივე ორთაბრძოლა თურქ ჰაიდარ იავუზთან 0:10 წააგო და შემდეგ მისი მეტოქეც გავარდა, შედეგად, ქართველიც ტურნირს დაემშვიდობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12592