ძიუდო

17:42 | 18.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ფინალი და ხუთი მედლის შანსი ევროპის ჩემპიონატზე

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ქართული ფინალი გაიმართება. შესაბამისად, საქართველოს ორი მედალი დღეს განაღდებული აქვს, ხოლო გარდა ამისა, სამი ძიუდოისტი ტატამზე ბრინჯაოს მედლისთვის გავა.

90 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი იქნება. ლაშა ბექაურმა და ბექა ღვინიაშვილმა ყველა შეხვედრა მოიგეს. ბექაურმა ფრანგი ალექსის მატეუ, ებრაელი ლი კოჩმანი, სერბი ნემანია მაიდოვი და თურქი მიხაელ ზგანკი დაამარცხა, ხოლო ღვინიაშვილმა ესტონელ კრისტოფერ კალიულაიდს, რუმინელ ალექს კრეტს, უნგრელ კრისტიან ტოტსა რუს მიხაილ იგოლნიკოვს აჯობა. ამრიგად, საქართველოს ამ წონით კატეგორიაში ორი მედალი უკვე გარანტირებული აქვს და ქართული ფინალიც შედგება.

100 კგ წონით კატეგორიაშიც დიდი შანსი იყო ორი ქართველი ყოფილიყო ფინალში, მაგრამ არ გამოვიდა. ვარლამ ლიპარტელიანი შესანიშნავად ასპარეზობს და ერთმანეთის მიყოლებით თურქი მერთ სისმანლარი, პოლონელი კასპერ შუროვსკი, ფრანგი ალექსანდერ იდირი და რუსი ნიაზ ილიასოვი დაამარცხა და ფინალში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქე ბელგიელი ტომა ნიკოფორივი იქნება. ამავე წონაში ილია სულამანიძეც მედლისთვის იბრძვის, სადაც ნიდერლანდელ მიხაელ კორელს, ხორვატ ზლატკო კუმრიჩს, აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევს აჯობა და ნახევარფინალში გავიდა, მაგრამ ბელგიელ ტომა ნიკოფოროვთან წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს, სადაც ფრანგ ალექსანდერ იდირს შეხვდება. ფინალური ბლოკი 19:00 საათიდან დაიწყება.

+100 კგ წონით კატეგორიაში ლევან მატიაშვილმა პირველ წრეში უკრაინელ ოლექსანდრ გორდიენკოს აჯობა, მაგრამ შემდეგ ლუკაშ კრპალეკთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც როი მეიერთან წააგო და მედლის გარეშე გარდა. ამავე წონაში ბრინჯაოს მედლის შანსი აქვს გურამ თუშიშვილს, რომელმაც თურქი ჯემალ ერდოღანი, ებრაელი ორ სასონი დაამარცხა და ნახევარფინალში აღმოჩნდა, თუმცა იქ რუს ინალ ტასოევთან ვერაფერი გააწყო. გურამი ბრინჯაოს მედლისთვის როი მეიერს შეხვდება.

ქალთა შორის სოფიო სომხიშვილმა ბელარუს მარინა სლუცკაიასთან პირველივე ბრძოლა წააგო და ასპარეზობას საწყის ეტაპზე გამოეთშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10243