ფეხბურთი

1:16 | 18.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ვესტ ჰემის“ უიღბლობა

შაბათს პრემიერლიგაში 32-ე ტურის ორი მატჩი გაიმართა. „ნიუკასლმა“ შინ „ვესტ ჰემს“ 3:2 სძლია, 35 ქულა მოაგროვა და მე-15 ადგილზეა. აი, „ვესტ ჰემმა“ კი მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. მოგეხსენებათ, დევიდ მოიესის გუნდი მეოთხე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. ამიტომ ყოველი ქულა ახლა ოქროს ფასად უღირს.

ლონდონელთათვის თავიდანვე ყველაფერი ცუდად დაიწყო, დიოპმა 36-ე წუთზე საკუთარ კარში შეაგდო და მასპინძლები დააწინაურა. ამავე წუთზე მსაჯმა მეორე ყვითელი უჩვენა დოუსონს და „ჩაქუჩები“ კაცნაკლულნი დარჩნენ.

მასპინძლებმა მალევე მეორეც გაიტანეს და თითქოს ყველაფერი დასრულდა. თუმცა რიცხობრივ უმცირესობაში მყოფმა სტუმრებმა გათანაბრება მაინც შეძლეს. ეგ არის, 83-ე წუთზე უილოკმა „კაჭკაჭები“ ისევ დააწინაურა და საბოლოოდ - 3:2.

ჯერჯერობით „ვესტ ჰემი“ ისევ მეოთხე ადგილზეა.

გვიან მატჩში კი „ვულვზმა“ ვილიანის გოლით „შეფილდ იუნაიტედს“ 1:0 სძლია და მე-12 ადგილზე დგას, „შეფილდი“ კი კვლავაც ბოლო - მე-20 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112859