ძიუდო

21:02 | 16.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვაჟა მარგველაშვილის ვერცხლის მედალი ევროპის ჩემპიონატზე

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში დაიწყო ევროპის ჩემპიონატი, სადაც 66 კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მარგველაშვილმა (66 კგ) თავდაპირველად ესპანელ ადრიან ნიეტო ჩინაროს აჯობა, შემდეგ ბელარუსი დმიტრი მინკოუ დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც სერბ სტრაჰიია ბუნჩიჩს დაუპირისპირდა, რომლის დამარცხება შეძლო და ქართველი ფინალში იტალიელ მანუელ ლომბარდოს გაეჯიბრა, თუმცა იპონით წააგო და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ამრიგად, ვაჟას ევროპის ჩემპიონატზე უკვე სამივე კომპლექტის მედალი (ოქროს, ვერცხლი, ბრინჯაო) აქვს მოპოვებული.

60 კგ წონით კატეგორიაში წარუმატებლად იასპარეზა თემურ ნოზაძემ, რომელმაც პირველივე შეხვედრა ისრაელის წარმომადგენელ მატან კოკოლაიევთან განიცხადა მარცხი და ევროფორუმს გამოეთიშა.

57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანს მედლის მოპოვების შანსი აქვს. მან უკრაინელი მარია სკორა და გერმანელი იანა ციგლერი დაამარცხა, მაგრამ შემდეგ ფანგ სარა ლეონი ცისიკესთან წააგო და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ისრაელის წარმომადგენელ ტიმნა ნელსონ ლევის აჯობა და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა, მაგრამ კოსოვოელ ნორა გიაკოვასთან დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.

ქალთა შორის 52 კგ-ში ორი ქართველი ძიუდოისტი გავიდა ტატამზე. მარიამ ჯანაშვილმა პორტუგალიელ ჟოანა დიოგოს მოუგო, მაგრამ შემდეგ შვეიცარიელ ფაბიან კოხერთან დამარცხდა, ტეტიანა ლევიცკა-შუკვანმა კი პორტუგალიელ ჟოანა რამოსთან პირველივე შეხვედრა წააგო და ორივე ქართველი უმედლოდ დარჩა.

ლისაბონში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ხვალ ორი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს - ტატამზე ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) და მარიამ ჭანტურია (70 კგ) გავლენ.

0.117207