ფეხბურთი

18:21 | 15.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალომ" სამტრედიაში მანდრიჩიკის ჰეთ-თრიქით მოიგო

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეცხრე ტური „სამტრედიასა“ და „საბურთალოს“ მატჩით გაიხსნა, რომლის გმირი მოლდოველი შემტევი დმიტრი მანდრიჩენკო გახდა.

მან იმერელთა კარი სამჯერ დალაშქრა და თავის გუნდს მნიშვენლოვანი გამარჯვება პირადად მოუტანა. მანდრიჩენკომ ანგარიში მეცხრე წუთზე გახსნა, რასაც ზუსტად ნახევარ საათში მეორე გოლიც მიაყოლა. შუალედში ირაკლი რუხაძემ მოახერხა გათანაბრება.

მეორე ტაიმი სამტრედიელთა გოლით დაიწყო, თავი ნათან ჟუნიორმა გამოიჩინა, თუმცა მასპინძელთა სიხარული მხოლოდ 4 წუთი გაგრძელდა. მანდრიჩენკომ ამჯერად მეკარის შეცდომით ისარგებლა და ჰეთ-თრიქი გაიფორმა.

„საბურთალომ“ 14 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე აინაცვლა, ხოლო „სამტრედია“ 4 ქულით ისევ ბოლო ადგილზე რჩება და პირველი წრე მეათე საფეხურზე დაასრულა.

„სამტრედია“ – „საბურთალო“ 2:3 (1:2)

გოლები: 0:1 მანდრიჩენკო (9), 1:1 რუხაძე (18), 1:2 მანდრიჩენკო (39), 2:2 ნათან ჟუნიორი (48), 2:3 მანდრიჩენკო (52)

0.114255