ფეხბურთი

17:37 | 15.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

"როტორში" კვირკველიას შენარჩუნება სურთ

საქართველოს ნაკრების მცველის, სოლომონ კვირკველიას მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია. 29 წლის ფეხბურთელს სეზონის ბოლოს „როტორთან“ საიჯარო კონტრაქტი ეწურება, მაგრამ გუნდის მთავარი მწვრთნელი იური ბატურენკო მის შენარჩუნებას აპირებს.

როგორც ბატურენკომ აღნიშნა, კვირკველიას შენარჩუნებას ეცდება, მაგრამ ამისთვის საჭიროა, „როტორი“ პრემიერლიგაში დარჩეს:

„ვეცდები კვირკველია „როტორში“ შევინარჩუნო, მაგრამ ჯერ ამაზე არ გვილაპარაკია. ახლა მთავარია, პრემიერლიგაში ადვილი შევინარჩუნოთ, შემდეგ კი ვიმუშავებთ. ჩვენს მენეჯმენტს ფეხბურთი ძალიან უყვარს და ყველაფერს აკეთებს გუნდის გასაზრდელად“, - თქვა ბატურენკომ.

მიმდინარე სეზონში კვირკველიას 14 უგოლო მატჩი აქვს ჩატარებული, მისი სატრანსფერო უფლებელი მოსკოვის „ლოკომოტივს“ ეკუთვნის. „როტორი“ სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე 18 ქულით მე-14 ადგილზეა და ამ დროისთვის პლეი-აუტის ზონაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111508