სხვა

3:19 | 15.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოსკარ დე ლა ჰოიას შესაძლოა ედი ალვარესი შეხვდეს

კრივს კიდევ ერთი ლეგენდა, ოსკარ დე ლა ჰოია უბრუნდება. მისი მეტოქე ჯერ ცნობილი არაა, მაგრამ შესაძლოა, მას MMA-ს (შერეული სტილით ბრძოლა) მებრძოლი, ედი ალვარესი შეხვდეს.

48 წლის დ ლა ჰოიას პროფესიულ რინგზე გატარებულ 16 წელიწადში, 11 ტიტული აქვს მოპოვებული. ბოლო ბრძოლა 2008 წელს, ფილიპინელ მანი პაკიაოსთან გამართა და დამარცხდა. ამის შემდეგ, ხელთათმანები ლურსმანზე დაკიდა და საპრომოუტერო საქმიანობაზე გადაერთო.

ალვარესი მალე დისკვალიფიკაციას ამთავრებს, რომელიც იური ლაპიკუსთან ბრძოლისას, აკრძალული დარტყმების გამო დაიმსახურა. ის პირველ ბრძოლას ამ თვის ბოლოს აპირებს. მან განაცხადა, რომ დე ლა ჰოიას გუნდი დაუკავშირდა და შეხვედრა შესთავაზა. ის დასძენს, რომ სიამოვნებით მიიღებს გამოწვევას.

ალვარესი ამბობს, რომ ONE-ს ჩემპიონატის ქამრისთვის ბრძოლას აპირებს, რომელსაც ამჟამად კრისტიან ლი ფლობს. მაგრამ ლის შვილი შესძენია რინგზე ასვლისთვის არ სცალია. ალვარესი ამ შემთხვევაში, სხვასთან შეხვედრაზე იფიქრებს და ეს სხვა, პირველ რიგში, დე ლა ჰოია იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114879