ფეხბურთი

20:03 | 14.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

"სლავიას" ფეხბურთელი რასისტული შეურაცხყოფის გამო 10 მატჩით დასაჯეს

პრაღის „სლავიას“ ფეხბურთელი ონდრეი კუდელა უეფამ 10-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ჩეხი მცველის მკაცრი სასჯელის მიზეზი „რეინჯერსთან“ მატჩში მომხდარი ინციდენტი გახდა.

კუდელამ გლენ კამარას (გლაზგოელთა ფეხბურთელი) რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა და 34 წლის ჩეხს უეფას ტურნირებში 10 თამაშის გამტოოვება მოუწევს.

აღსანიშნავია, რომ კუდელამ უკვე გამოტოვა „არსენალთან“ შეხვედრა, რადგან საქმის განხილვა მიმდინარეობდა, ამიტომაც, მას კიდევ 9 მატჩი გაუცდება.

თავის მხრივ, დაისაჯა კამარაც, რომელმაც მეტოქეს დაარტყა და მას 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს.

0.1516