ფეხბურთი

12:43 | 14.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი: "ნახევარფინალში დამსახურებულად გავედით"

ლონდონის „ჩელსი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 7-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. „პორტუსთან“ მატჩი ტომას ტუხელმა შეაფასა და განაცხადა, რომ მისმა გუნდმა მომდევნო ეტაპის საგზურის დამსახურებულად მოიპოვა.

„მძიმე ბრძოლა იყო. შეიძლება საყურებლად საუკეთესო თამაში არ ყოფილა, მაგრამ ძალიან ინტენსიური თამაში გამოვიდა. რთული სტარტის შემდეგ გავაუმჯობესეთ, თავს კარგად ვიცავდით და კარგი საგოლე შანსებიც გვქონდა. მთლიანობაში ორი მატჩის გათვალისწინებით „პორტუ“ დამსახურებულად დავამარცხეთ.

ნახევარფინალში ვინ მირჩევნია მეტოქედ? ვერ გამოვარჩევ, მაგრამ ზოგადად, ჩემპიონთა ლიგაზე არ მიყვარს იმ გუნდთან თამაში, რომელიც ჩვენს ჩემპიონატშია. „რეალისა“ და „ლივერპულის“ თამაშს ვუყურებ, როგორც ნახევარფინალისტი და ეს სასიამოვნო იქნება. ყველაფერი შესაძლებელია, „ლივერპული“ სახლში ძალიან ძლიერია“, - თქვა ტუხელმა.

შეგახსენებთ, „ჩელსი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 2013-2014 წლების სეზონის შემდეგ პირველად გავიდა და მისი მეტოქე ან „რეალი“ იქნება, ან „ლივერპული“.

0.118652