ჩოგბურთი

19:56 | 13.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა მონტე კარლოს ტურნირზე თამაში ტრავმის გამო შეწყვიტა

ნიკოლოზ ბასილაშვილი მონტე კარლოს ტურნირს გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელი პირველ წრეში სერბ ფილიპ კრაინოვიჩს დაუპირისპირდა და ტრავმის გამო თამაში მეორე სეტში შეწყვიტა.

ნიკოლოზმა პირველი სეტი უშანსოდ 1:6 წააგო, ხოლო მეორე სეტში 0:2 მარცხდებოდა, როდესაც ქართველმა ჩოგბურთელმა დაზიანების გამო თამაში შეწყვიტა და შესაბამისად, მარცხი განიცადა.

ამრიგად, საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელისთვის მონტე კარლოს ტურნირი წარუმატებელი გამოდგა. ბასილაშვილს ტრავმა კალიარის ტურნირზეც აწუხებდა, სადაც ნახევარფინალამდე მისვლა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112223