სხვა

3:11 | 13.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

იაპონელთა 70 პროცენტს ტოკიოს თამაშების გადადება ან გაუქმება სურს

სააგენტო კიოდო ნიუსის მიერ ჩატარებული გამოკითხვა მოწმობს, რომ იაპონიის მოსახლეობის 70 პროცენტზე მეტს, ტოკიოს ოლიმპიადის გადადება ან გაუქმება სურს. უფრო კონკრეტულად, გამოკითხულთა 39.2 პროცენტი თამაშების გაუქმებას ემხრობა, 32.8 პროცენტი კი გადადებას ამჯობინებს. გამოკითხულთა მხოლოდ 24.5 პროცენტს სურს, რომ ოლიმპიადა განრიგის შესაბამისად გაიმართოს.

ტოკიოში ორშაბათს 1-თვიანი პერიოდი დაიწყო,რომლის განმავლობაშიც, რეგიონში გატარდება საგანგებო ზომები, რომელთა მიზანიც, კორონავირუსის პანდემიის მეოთხე ტალღის თავიდან აცილებაა.

გამოკითხვამ, რომელიც კიოდო ნიუსმა 10-12 აპრილს ჩაატარა, აჩვენა, რომ იაპონელთა 92.6 პროცენტი ინფექციების რიცხვის ზრდით შეშფოთებულია.

ქვეყანაში ვაქცინაცია ორშაბათს დაიწყო და ის პირველ რიგში, 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობას ეხება. ვაქცინაცია ჯერჯერობით ქვეყნის 120 მხარეში მიმდინარეობს. ამასთან, ვაქცინის მიწოდება მოთხოვნას არ აკმაყოფილებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111451