ფეხბურთი

22:31 | 12.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

დავითაშვილი ტრავმის შემდეგ ცსკა-სთან დაბრუნდა, კვირკველიამ 90 წუთი ითამაშა

რუსეთის პრემიერლიგის 25-ე ტური მოსკოვის ცსკა-სა და ვოლგოგრადის „როტორის“ მატჩით დასრულდა, ზურიკო დავითაშვილმა კი ტრავმა მოირჩინა და 17 მარტის შემდეგ პირველად ითამაშა.

შეხვედრა როგორც მოსალოდნელი იყო მასპინძლებმა ადვილად 2:0 მოიგეს. ზურიკომ მე-60 წუთამდე ითამაშა, თუმცა განსაკუთრებული აქტივობების გარეშე. ზოგადად, ქართველ შემტევს კარგი პერიოდი არ აქვს - 15 მატჩში არც გოლი გაუტანია დაარც საგოლე პასი გაუკეთებია.

სოლომონ კვირკველიამ დაცვის ცენტრში შეუცვლელად ითამაშა და თავისი გუნდი ერთ ეპიზოდში აშკარა გოლს გადარჩინა, გიორგი არაბიძეს კი მოედანზე შესვლის შესაძლებლობა მხოლოდ 88-ე წუთზე მიეცა.

„როტორს“ სავარაუდოდ, პრემიერლიგაში დასარჩენად უკეთეს შემთხვევაში პლეი-აუტში მოუწევს თამაში, რადგან 18 ქულით მე-14 ადგილზეა და სამშვიდობო ზონას 12 ქულით ჩამორჩება, თან გუნდის თამაშის ხარისხი უბრალოდ კრიტიკას ვერ უძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112418