ჩოგბურთი

1:33 | 11.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩარლსტონის ტურნირს ფავორიტები დაემშვიდობნენ

ჩარლსტონის ტურნირს მეოთხედფინალში რამდენიმე ფავორიტი გამოეთიშა, მათ შორის, მსოფლიოს პირველი ჩოგანი ეშლი ბარტი. ხელმოცარულთა შორის არიან აშშ-ის ღია პირველობის ყოფილი ჩემპიონი სლოან სტივენსი და ამომავალი ვარსკვლავი კოკო გოფი.

ბარტი ესპანელ პაულა ბადოსასთან (ფოტოზე) 6-4, 6-3 დამარცხდა. ბადოსამ კარიერაში პირველად შეძლო ნახევარფინალში გასვლა. და რა თქმა უნდა, პირველად დაამარცხა მსოფლიოს პირველი ჩოგანი. მან ბარტის მოწოდებაზე ხუთი გეიმი მოიგო. მათგან ორ ბრეიკს მეორე სეტში, მას შემდეგ მიაღწია, რაც ანგარიში 3-3 იყო.

„ცოტა არ იყოს, შოკში ვარ. არ მჯერა, რაც მოხდა. როდესაც ბურთი გაუჩინარდა გავიფიქრე, ნეტა ახლა რა მოხდა?“, - ყვება ბედნიერი ბადოსა, ვინც ნახევარფინალში სტივენსის მძლეველ რუს ვერონიკა კუდერმესოვას დაუპირისპირდება.

ბარტიმ წინა კვირაში მაიამის ღია პირველობა ტრიუმფით დაასრულა და ჩარლსტონშიც პირველი ორი წრე იოლად გაიარა. მაგრამ ბადოსასთან შეხვედრაში, მეტოქის მოწოდების მოგერიება უჭირდა.

ჩერნოგორიელმა დანკა კოვინიჩმა 6-7 (2), 7-5, 6-1 დაამარცხა ყაზახი იულია პუტინცევა და 2019 წლის ნოემბრის შემდეგ ნათამაშებ 14 ტურნირში, პირველად გააღწია ბოლო ოთხეულში. იქ მისი მეტოქე იქნება ტუნისელი ონს ჟაბური, რომელმაც ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე, 17 წლის გოფი დაამარცხა. ჟაბურისთვისაც ეს ბოლო წელიწადნახევარში, პირველი ნახევარფინალია. არადა, მეოთხედფინალში ხუთჯერ ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107748