ფეხბურთი

0:45 | 11.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე დაბრუნდა და გამარჯვების გოლი გაიტანა (+VIDEO)

ბელგიური „სერენის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ საქართველოს ნაკრების შეკრებაზე მიღებული ტრავმა სწრაფად მოირჩინა, დაბრუნდა და პირველივე შეხვედრაში გოლი გაიტანა.

ბელგიის პროქსიმუს ლიგის 26-ე ტურში „სერენმა“ გიორგის გოლით „დეინზე“ 1:0 დაამარცხა. მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა და თავი მე-14 წუთზე გამოიჩინა. სხვათა შორის, ეფექტური გოლი გამოუვიდა, მას მერე, რაც მეკარეს დაასწრო, მაგრამ ძალზე მახვილი კუთხიდან დალაშქრა მეტოქის კარი.

გიორგის 20 მატჩში 19 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში ამ დროისთვის პირველ-მეორე ადგილებს დანტე ვანზეირთან ერთად იყოფს.

„სერენი“ 48 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში 17 აპრილს „ლიერსს“ უმასპინძლებს.

0.150043