ფეხბურთი

0:17 | 11.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

მალდინი: „იბრაჰიმოვიჩთან თითქმის ყველაფერი შეთანხმებულია“

„მილანის“ ტექნიკურმა დირექტორმა, პაოლო მალდინიმ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ახალი კონტრაქტის პირობები თითქმის შეთანხმებულია.

„ახალი კონტრაქტის ხელმოწერასთან ძალიან ახლოს ვათ. მხოლოდ უმნიშვნელო წვრილმანები დარჩა შესათანხმებელი. ზლატანი ისევ ჩვენთან იქნება.“ - ციტირებს მალდინის სიტყვებს Sky Sport Italia.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩის „მილანთან“ ამჟამინდელ ხელშეკრულებას ვადა წლეულს, 30 ივნისს ეწურება. შვედი მილანურ კლუბში 2020 წლის იანვარში გადავიდა ამერიკული „ლოს ანჯელეს გალაქსიდან.“

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111035