ფეხბურთი

21:24 | 10.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

„პარი სენ-ჟერმენმა“ სტუმრად „სტრასბური“ გაანადგურა

ფრანგული ლიგა 1-ის 32-ე ტურის მატჩში, „პარი სენ-ჟერმენმა“ სტუმრად „სტრასბური“ გაანადგურა - 1:4.

პირველივე ტაიმში პარიზელებმა სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს. გოლები კილიან მბაპემ, პაბლო სარაბიამ და მოიზე კინმა გაიტანეს.

მეორე ტაიმში მასპინძლებმა ერთი ბურთი გაქვითეს, მაგრამ 79-ე წუთზე საბოლოო ანგარიში ლეანდრო პარედესმა დააფიქსირა.

ამ გამარჯვების შემდეგ, პსჟ-მა 66 ქულა მოაგროვა და აგრძელებს ლიდერი „ლილის“ დევნას, რომელმაც წინა დღეს „მეცი“ 2:0 დაამარცხა და აქტივში 69 ქულა აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110382