ჩოგბურთი

1:32 | 10.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბარტი ჩარლსტონის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა

იმ დროს, როდესაც ჩარლსტონის ტურნირს, დიდი სლემის ორი ყოფილი ჩემპიონი გამოეთიშა, მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ავსტრალიელი ეშლი ბარტი, თიხის კორტებზე გარდამავალ პერიოდს წარმატებით აგრძელებს.

ბარტიმ, ვინც ახლახანს მიამის ღია პირველობა მოიგო, დაძაბულ პაექრობაში, 7-6, 4-6, 6-4 აჯობა ამერიკელ შელბი როჯერსს, რომელიც ამ სეზონში უკვე მესამედ დაამარცხა (ამდენივე შეხვედრაში).

„ცოტა უცნაურია, როდესაც ვინმეს ასე ხშირად ხვდები. ხანდახან კენჭისყრა ასეთ სიურპრიზებსაც გვთავაზობს. ხან კი ისეც ხდება, რომ ვინმეს წლების განმავლობაში არ ეთამაშები“, - ამბობს ბარტი, ვინც ამ მოგებით, მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

ტურნირს დიდი სლემის ორგზის ჩემპონი, ესპანელი გარბინე მუგურუზა გამოეთიშა. მან ყაზახ იულია პუტინცევას პირველ სეტში 6-0 გაანადგურა და თითქოს, მეოთხედფინლში გადასვლასაც ხელს ვერაფერი შეუშლიდა, მაგრამ მეორეში, როცა ანგარიში 2-2 იყო, ტრავმის გამო თამაში შეწყვიტა.

„ფეხში ტკივილს პირველივე შეხვედრაში ვგრძნობდი. ჰარდიდან თიხნარზე გადასვლა გამიჭირდა. მითუმეტეს, ეს გადასვლა ძალიან მოკლე დროში მოხდა. თამაში ძალიან კარგად დავიწყე, მერე კი ფეხში ძლიერი ტკივილი ვიგრძენი, რომელიც თანდათან კიდევ უფრო გაძლიერდა“, - განაცხადა მუგურუზამ.

ტურნირს უიმბლდონის ყოფილი ჩემპიონი, ჩეხი პეტრა კვიტოვაც გამოეთიშა. ის 6-4, 6-1 ჩერნოგორიელმა დანკა კოვინიჩმა დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111936