კალათბურთი

0:32 | 9.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინმა მაკფადენი ზედიზედ მეორედ დაამარცხა

ესპანეთის ლიგა ენდესას მორიგ ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ ტად მაკფადენის „ბურგოსს“ ესტუმრა და გამარჯვება ადვილად მოახერხა. კანარიელები დიდ უპირატესობას თავიდანვე დაეუფლნენ და საბოლოოდ 98:86 იმარჯვეს. საინტერესოა, რომ „ტენერიფემ“ „ბურგოსს“ ბოლო 2 დღეში მეორედ მოუგო და მეორედაც მარტივად (სამშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე).

გიორგი შერმადინმა პარკეტზე 17:13 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში 12 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 6-დან 5 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 14 აღმოჩნდა.

თად მაკფადენმა 23:03 წუთში 10 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. საქართველოს ნატურალიზებულმა კალათბურთელმა 3-დან 2 ორქულიანი და 6-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო მარგი ქმედების კოეფიციენტი 7-ს გაუტოლდა.

„ტენერიფე“ 22 მოგებით და 5 მარცხით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში 11 აპრილს „ესტუდიანტესს“ უმასპინძლებს. რაც შეეხება, „ბურგოსს“, 17 მოგებით და 9 წაგებით მეხუთე საფეხურზეა, შემდეგ მატჩში კი 11 აპრილს, „ფუენლაბრადას“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114767