ავტოსპორტი

20:14 | 8.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვირტუალურ წრიულ რბოლაში მეორე ეტაპი ჩატარდა

საქართველოს 2021 წლის ჩემპიონატი ვირტუალურ წრიულ რბოლაში გრძელდება. 7 აპრილს შეჯიბრებების მეორე ეტაპი ჩატარდა. შეჯიბრებას დონინგტონ პარკის ვირტუალური ავტოდრომი მასპინძლობდა.

საერთო ჯამში 25 - მდე გამოცდილმა სიმ რეისერმა 1 საკვალიფიკაციო და 2 სარბოლო გარბენი შეასრულა. სიმ რეისერები თითო რბოლაზე 16 წრეს ასრულებდნენ. საბოლოოდ ქულების წინასწარი შეჯამებით მეორე ეტაპის ლიდერობას ნიკა კობოსნიძე და არჩილ ციმაკურიძე ინარჩუნებენ.

პირველ რბოლაში პოდიუმზე ავიდნენ:

1 ადგილი - არჩილ ციმაკურიძე

2 ადგილი- გიორგი დათუაშვილი

3 ადგილი -დათუნა არჯევანიძე

მეორე (რევერსულ) რბოლაში პოდიუმზე ავიდნენ:

1 ადგილი - სანდრო თავართქილაძე

2 ადგილი - მიხეილ ცისკარიძე

3 ადგილი - ნიკა კობოსნიძე

ორი თვის განმავლობაში სხვადსხვა ცნობილ სიმულირებულ ავტოდრომებზე კიდევ 4 ეტაპი ჩატარდება,რომლებსაც კომპანია სიმულექს რეისინგი გაუწევს ორგანიზებას ,საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით. ვირტუალური რბოლები საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის მსოფლიო საავტომობილო თამაშების ნაწილია და ის 2019 წლიდან ტარდება. მსგავსი ღონისძიებები სხვადსხვა დისციპლინებში ტარდება და განსაკუთრებით ჩართულობა პანდეემიის პირობებში გაეზარდა.

0.111729