ფეხბურთი

15:19 | 8.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰუნტელარი: „კარიერის დასრულება შეიძლება გადავიფიქრო“

„შალკეს“ 37 წლის ნიდერლანდელმა ფორვარდმა, კლას-იან ჰუნტელარმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ სეზონის ბოლოს შესაძლოა, კარიერა აღარ დაასრულოს.

„ზამთარში, როცა „აიაქსში“ ვთამაშობდი, ვამბობდი, რომ კარიერას 2021 წლის ზაფხულში დავასრულებდი, მაგრამ ახლა გერმანიაში ვარ და ვითარებას სულ სხვაგვარად ვაფასებ. შეიძლება აქტიური კარიერა ჯერ არ დავასრულო. წინასწარ არავინ იცის, რა მოხდება.“ - ციტირებს ჰუნტელარის სიტყვებს Kicker.

ნიდერლანდელი ვეტერანი „შალკეში“ „აიაქსიდან“ 2021 წლის იანვარში გადავიდა. გელზენკირხენულ კლუბში ის 2010 - 17 წლებშიც თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119592