ფეხბურთი

21:27 | 7.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

სუარესი ტრავმირებულია

ურუგვაის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელი ლუის სუარესი ტრავმირებულია. როგორც "როხიბლანკოსის" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელს მარცხენა ფეხის კუნთი აწუხებს. სამხრეთამერიკელი მომდევნო სამი კვირა თამაშს ვერ შეძლებს.

ლუის სუარესმა მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში 26 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 19 გოლი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. ჩემპიონთა ლიგაზე ურუგვაელმა ექვს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი შედეგიანი თამაშით არ გამოუჩენია.

0.105681