ფეხბურთი

18:31 | 7.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლეონოვი: "ცუდი არ იქნება თუ ხვიჩა გრანდში ითამაშებს, მაგრამ სეზონის დასრულებას დაველოდოთ"

თათრეთის რესპუბლიკის სპორტის მინისტრმა ვლადიმირ ლეონოვმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. როგორც მან რუსულ მედიას განუცხადა, რომ ხვიჩაზეა დამოკიდებული მისი მომავალი და ცუდი არ იქნება თუ ევროპულ გრანდში ითამაშებს.

„ვფიქრობ, რომ მისი დარჩენა არა მარტო ჩემი, არამედ გულშემატკივართა უმრავლესობის სურვილია. ეს ბიჭი აღმოჩენაა, სასიამოვნოა, რომ თავი აქ წარმოაჩინა და ისედაც, ძალიან პოზიტიური ბიჭია. გადაწყვეტილება თვითონ უნდა მიიღოს და მასზეა დამოკიდებული. თუ ის ევროპულ გრანდში ითამაშებს, ეს ცუდი სულაც არ იქნება. კლუბის მენეჯერის სახელით ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ამ სეზონს ნამდვილად „რუბინში“ ჩაამთავრებს. შემდეგ კი გადაწყვეტილება იმის მიხედვით მოხდება, თუ რომელ ადგილზე დავასრულებთ სეზონს“, - თქვა ლეონოვმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ქართველმა შემტევმა რუსეთის პრემიერლიგის 21 მატჩში თავი 4 გოლით, 4 საგოლე პასით და მოპოვებული 4 პენალტით გამოიჩინა. საქართველოს ნაკრებშიც ბრწყინვალე სტატისტიკა აქვს - 8 თამაში, 3 გოლი, 1 საგოლე პასი და 1 მოპოვებული პენალტი. ხვიჩას ბოლო პერიოდში აქტიურად უკავშირებენ იტალიურ გრანდებს "მილანსა" და "იუვენტუსს".

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114778