ფეხბურთი

1:54 | 6.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

დემბელემ "ბარსელონა" გადაარჩინა (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგის 29-ე ტურში „ბარსელონამ“ „ვალიადოლიდს“ უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა. რონალდ კუმანის გუნდისთვის ეს 3 ქულა უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან „ატლეტიკოს“ „სევილიასთან“ უკვე წაგებული ჰქონდა.

„ბარსას“ ძალიან გაუჭირდა და რომ არა უსმან დემბელე, დიდი ალბათობით, ვერც მოიგებდა. ფრანგმა შემტევმა 90-ე წუთზე შეძლო თავის გამოჩენა და მატჩის ბედი გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 10 წუთი „ბლაუგრანას“ რიცხობრივი უპირატესობაც ჰქონდა.

„ბარსელონამ“ „რეალს“ გადაასწრო და ლიდერ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ სხვაობა ერთადერთი ქულაა. სეზონის ბოლომდე 9 ტურია დარჩენილი და ესპანურ ფეხბურთის სამ გრანდს შორის მხოლოდ 3-ქულიანი სხვაობაა.

0.109356