ფეხბურთი

19:25 | 5.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე ოქრიაშვილის გოლი კვიპროსის ჩემპიონატში (+VIDEO)

კვიპროსის ჩემპიონატის 31-ე ტურში თორნიკე ოქრიაშვილმა გოლი გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა ლარნაკას აეკ-თან საგარეო მატჩში შეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ მისი გუნდი მაინც დამარცხდა.

ოქრიაშვილმა მეორე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან გაკეთებულ პასზე ერთი შეხებით ითამაშა და სეზონში მერვე გოლი გაიტანა. თუმცა, შემდეგ თემურ ქეცბაიას გუნდმა ორჯერ გაუშვა და უქულოდ დარჩა. ვთქვათ ისიც, რომ თორნიკეს ტრავმის გამო სანაკრებო მატჩები გაუცდა, მაგრამ გუნდს პაუზის შემდეგ პირველივე შეხვედრაში დაუბრუნდა.

ოქრიაშვილმა, გიორგი ლორიამ და გიორგი ქვილითაიამ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო მურთაზ დაუშვილმა მოედანი 85-ე წუთზე დატოვა.

ფამაგუსტას „ანორთოსისი“ 53 ქულით მეოთხე ადგილზეა და ლიდერ ნიქოზიის „ომონიას“ უკვე 13 ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120048