ფეხბურთი

22:54 | 4.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ხარაიშვილის სადებიუტო გოლი "ფერენცვაროშში" (+VIDEO)

უნგრეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში გიორგი ხარაიშვილისა და ლაშა დვალის „ფერენცვაროშმა“ „ბუდაფოკი“ 4:0 გაანადგურა, ქართველმა ნახევარმცველი კი გოლი გაიტანა.

თავიდანვე ვთქვათ, რომ დვალს არ უთამაშია, სათადარიგო სკამზე იყო, რაც გასაკვირი არაა სანაკრებო მატჩების შემდეგ გუნდს ახლახან შეუერთდა. ხარაიშვილი კი სერგეი რებროვმა თამაშში 71-ე წუთზე ჩართო. გიორგიმ 90-ე წუთზე შეძლო თავის გამოჩენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. გიორგისთვის ეს სადებიუტო გოლი იყო „ფერენცვაროშში“ (მეხუთე მატჩში).

„ფერენცვაროში“ უნგრეთის ჩემპიონატს 64 ქულით და ძალიან დიდი უპირატესობით ლიდერობს, შესაბამისად, ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119492