ფეხბურთი

23:16 | 3.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

მძიმე კვირის წინ

„რეალი“ „ეიბართან“ გარკვეულ პრობლემებს შეეჯახა, მაგრამ მათი გულშემატკივრების სასიხარულოდ, მაინც გაიმარჯვა. ამაში ბასკებიც დაეხმარნენ, ერთობ ინერტულად გამოიყურებოდნენ, შუა ხაზშიც და თავდასხმაშიც.

არ არის გამორიცხული, მადრიდელებს ძალებიც დაეზოგათ. ძალიან მძიმე კვირა ელით წინ: ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი: ჯერ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი „ლივერპულთან“ (6 აპრილს), შემდეგ კლასიკო „ბარსელონასთან“ - 10 აპრილს შინ.

ესპანეთი

პრიმერა. 29-ე ტური. 3 აპრილი

რეალი - ეიბარი 2:0

მადრიდი. „ალფრედო დი სტეფანო“

1:0 ასენსიო (41), 2:0 ბენზემა (73)

რეალი: კურტუა, მენდი, ნაჩო, მილიტაო, მარსელო (ვინისიუსი 68), ვასკესი, კაზემირო, მოდრიჩი (კროოსი 61), ისკო (არიბასი 68), ასენსიო (როდრიგო 61), ბენზემა (დიასი 80)

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

ეიბარი: დმიტროვიჩი, სოარეში (ანხელი 81), არბილია, ოლივეირა, პოსო, ალვარესი, ხილი (ინუი 46), გარსია (ენრიჰი 61), დიოპი (არტინესა 76), ლეონი (როდრიგესი 76), გარსია

მწვრთნელი: ხოსე ლუის ეჩებერია

მსაჯი: ისიდრო დე მერა

გაფრთხილება: ხილი (20), პოსო (90+4)

გრანადა - ვილიარეალი 0:3

0:1, 0:2, 0:3 მორენო (9 პენ, 18, 60 პენ)

მე-80 წუთზე მოლინამ (გრანადა) ვერ გაიტანა პენალტი

ოსასუნა - ხეტაფე 0:0

0.106149