ფეხბურთი

22:48 | 3.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ბერიძის ეფექტური გოლი უნგრეთში (+VIDEO)

უნგრეთის ჩემპიონატში გორგი ბერიძემ მორიგი გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის „უიპეშტი“ „ჰონვედს“ ესტუმრა და თამაში კარგად დაიწყო, მაგრამ საბოლოოდ ფრეს დასჯერდა - 2:2.

ბერიძემ თავი 24-ე წუთზე გამოიჩინა. საჯარიმოს მისადგომებიდან 23 წლის ქართველმა შემტევმა ტექნიკურად დაარტყა და ეფექტური გოლი გაიტანა. მან ანგარიში 2:0 გახადა, მაგრამ მისმა გუნდმა პირველივე ტაიმში გაუშვა ორი გოლი და მეორე ნახევარში არაფერი შეცვლილა. გიორგი მოედანზე 81-ე წუთამდე იყო.

მიმდინარე სეზონში ბერიძის ანგარიშზე 22 თამაშში 13 გოლია - 8 ჩემპიონატში და 5 თასზე. „უიპეშტი“ კი 35 ქულით მეშვიდე ადგილზეა.

0.11831