ფეხბურთი

20:52 | 3.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნულ ლიგაში "დინამო თბილისი" გალიდერდა (+VIDEO)

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეექვსე ტური დასრულდა და ახალი ლიდერი ჰყავს - „დინამო თბილისი“. გიორგი ნემსაძის გუნდმა „დინამო ბათუმის“ ქულების დაკარგვით კარგად ისარგებლა და კიდევ ერთი თანალიდერი გორის „დილა“ თვითონ დაამარცხა.

მატჩი დაძაბული გამოდგა, მაგრამ თბილისელები უპირატესობას ფლობდნენ და საგოლე მომენტები უფრო მეტად რომ გამოეყენებინათ, უფრო სოლიდური სხვაობით მოიგებდნენ.

მატჩის ედი კი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც დასაწყისშივე, მე-13 წუთზე ლუკა გაგნიძემ გაიტანა, რომელმაც ლუკა გუგეშაშვილის შეცდომის შემდეგ სიტუაცია სწრაფად და იდეალურად შეაფასა. ამრიგად, ნემსაძემ ყოფილ გუნდთან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

„დინამო თბილისი“ 13 ქულით ლიდერობს, შემდეგ „დინამო ბათუმია“, რომელიც 1 ქულით ჩამორჩება, ხოლო „დილა“ და „ლოკომოტივი“ მესამე-მეოთხე ადგილებს 11-11 ქულით იყოფენ.

„დინამო თბილისი“ – „დილა“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 გაგნიძე (13)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111337