ფეხბურთი

20:16 | 2.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე ოქრიაშვილმა ვარჯიში დაიწყო

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ქართველი შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი გამოჯანმრთელდა და სათამაშოდ ემზადება. კვიპროსული მედიის ინფორმაციით, 29 წლის შემტევმა დღეს ივარჯიშა.

თემურ ქეცბაია იმედოვნებს, რომ თორნიკე უახლოეს შეხვედრაში ლარნაკას აეკ-თან ითამაშებს და ამის დიდი შანსიც არსებობს.

ოქრიაშვილმა ტრავმა წინა მატჩში, 21 მარტს მიიღო და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ამ მიზეზით ჩამოსვლა ვერ მოახერხა. თუმცა, დაზიანება სერიოზული არ გამოდგა და კლუბს სავარაუდოდ 5 აპრილს გასამართ შეხვედრაში დაეხმარება.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში თორნიკე ოქრიაშვილს კვიპროსის ჩემპიონატში 16 მატჩი აქვს ჩატარებული და 7 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06295