ფეხბურთი

20:02 | 1.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთში კოსოვოს ჩასვლამ და თამაშმა სკანდალი გამოიწვია (+VIDEO)

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის B ჯგუფის მესამე ტურში ესპანეთისა და კოსოვოს მატჩი სკანდალური გამოდგა. ესპანეთში თამაშის ტელეტრანლსაციის დროს ეკრანზე კოსოვოს სახელი პატარა ასოებით იყო გამოსახული (kos), ხოლო ესპანეთს მიღმა ჩვეულებრივად დიდი ასოებით (KOS).

მოგეხსენებათ, ესპანეთი კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს, რადგან იგივე პრობლემის წინაშე კატალონიასა და ბასკეთთან მიმართებაში დგას, რომლებიც დამოუკიდებლობას ითხოვენ, თავადაც დგას. ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ესპანეთი სლოვაკეთთან, საბერძნეთთან, კვიპროსთან და რუმინეთთან ერთად არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლად.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაც კოსოვოს სოციალურ ქსელებში კოსოვოს ტერიტორიად მოიხსენიებდა და ამანაც სკანდალი გამოიწვია. თამაშისწინა პრესკონფერენციაზე კი ესპანელ ჟურნალისტსა და კოსოვოს ნაკრების პრესსამსახურის უფროსს შორის შელაპარაკება მოხდა. ჟურნალისტისგან პრესატაშე დაჟინებით მოითხოვდა, რომ კოსოვოს ნაკრების მწვრთნელი ეთქვა და არა უბრალოდ მწვრთნელი, როგორც მან მანამდე უწოდა მეტოქის თავკაცს. საბოლოოდ, სანამ ჟურნალისტმა ეს არ გააკეთა, კითხვის დასმის შესაძლებლობა არ მისცა.

B ჯგუფის კოსოვოს დამოუკიდებლობად მისი 4 მეტოქეიდან სამი არ აღიარებს - ესპანეთი, საბერძნეთი და საქართველო. თბილისს კოსოვოელები 2 სექტემბერს უნდა ესტუმრნონ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112782