ფეხბურთი

2:20 | 1.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "რომ წაგვეგო, უსამართლობა და საშინელება იქნებოდა"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა საბერძნეთთან (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, უცნაური თამაში იყო და უსამართლობა იქნებოდა, ამ სამი კარგი თამაშის შემდეგ გუნდს ქულაც რომ ვერ მოეპოვებინა.

„უცნაური თამაში იყო. დასაწყისში საბერძნეთს შეეძლო წინ გასვლა, მაგრამ ბოლოს უცნაური გოლი გაიტანა. საბედნიეროდ, დაუყოვნებლივ მოვახერხეთ გათანაბრება. მე-20 წუთის შემდეგ თამაშს ვაკონტროლებდით.

შვედეთისა და ესპანეთის წინააღმდეგ უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ ქულა ვერ მოიპოვეთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქულაა, რადგან ჩვენი ძალისხმევის შემდეგ უსამართლობა და საშინელება იქნებოდა, რომ ამ სამ თამაშში ქულაც ვერ აგვეღო. ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით და იმედი მაქვს, რომ მომავალში კიდევ უფრო კარგ პროგრესს მივაღწევთ.

პანდემიის გამო სტადიონზე ხალხი არ იყო და ჩვენთვის უფრო რთული იქნებოდა სავსე სტადიონზე თუ ვითამაშებდით. თუმცა, იმედი მაქვს, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩებში გულშემატკივარი ყველგან იქნება“, - თქვა ვილიმ.

შეგახსენებთ, B ჯგუფში ესპანეთის ნაკრებმა სევილიაში, კოსოვოს უმასპინძლა და დანი ოლმოს, ფერან ტორესისა და ხერარდ მორენოს გოლებით 3:1 იმარჯვა. „ფურია როხა“ 7 ქულით ლიდერია და ქულით უსწრებს შვედეთს, თუმცა, თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. საბერძნეთმა 2 ქულა დააგროვა, საქართველომ ერთი და კოსოვო უქულოდ ბოლო ადგილზეა. ამ ჯგუფში ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო მატჩს 2 სექტემბერს, თბილისში კოსოვოს დაუპირისპირდება. თუმცა, მანამდე ივნისში ორ სპარინგს ჩაატარებს: 2 ივნისს სტუმრად რუმინეთთან, ხოლო მეორე მეტოქის ვინაობა ჯერ უცნობია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112813