კალათბურთი

23:39 | 30.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 14 ქულა ევროლიგაში

ევროლიგის მორიგ ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა სანქტ-პეტერბურგში „ზენიტს“ ესტუმრა და განსაკუთრებული პრობლემების გარეშე 86:74 დაამარცხა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მოსკოველებს ადვილად არ მოუგია და „ზენიტი“ შანსს ბოლო პერიოდამდე ინარჩუნებდა.

თორნიკე შენგელიას საკმაოდ კარგი თამაში ჰქონდა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 28:44 წუთში 14 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. შენგელიამ 8-დან 4 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 16-ს გაუტოლდა.

ცსკა-ში თორნიკეს გარდა, იოჰანეს ვოიტმანი (21 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი, 31 მარგი ქმედების კოეფიციენტი) და უილ კლაიბერნი (13 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი, 3 ჩაჭრა, 18 მარგი ქმედების კოეფიციენტი) გამოირჩნენ.

მოსკოვის ცსკა-ს 21 გამარჯვების საპირისპიროდ 10 მარცხი აქვს, უკვე ზედიზედ მესამედ იმარჯვა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. მოსკოვური გუნდი 2 აპრილს კიდევ ერთ რუსულ გუნდს, „ხიმკის“ უმასპინძლებს.

0.142378