ფეხბურთი

15:41 | 29.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

საბერძნეთთან მატჩს პოლონელი არბიტრები იმსაჯებენ

საბერძნეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების მატჩს პოლონელი არბიტრები იმსაჯებენ. მთავარი მსაჯი შიმონ მარჩინიაკი იქნება, მას მარჩინ ბონიეკი და პაველ სოკოლნიჩკი დაეხმარებიან, ხოლო მეოთხე სათადარიგო არბიტრი პაველ ხილია.

მარჩინიაკი ძალიან გამოცდილი მსაჯია, რომელიც ჩემპიონთა ლიგისა და ზოგადად დიდი ფორუმების შეხვედრებზე სისტემატურად მუშაობს. მას საქართველოს ნაკრების თამაშის გაძღოლის შესაძლებლობა პირველად ექნება, ხოლო საბერძნეთის თამაშზე 2017 წელს იმუშავა (ბელგიასთან 1:2).

მარჩინიაკს ევროპის სუპერთასის მატჩიც აქვს ნამსაჯი 2018 წელს „რეალსა“ და „ატლეტიკოს“ შორის.

შეგახსენებთ, საბერძნეთისა და საქართველოს მატჩი 31 მარტს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113097