ფეხბურთი

2:34 | 28.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხეთმა და ბელგიამ ქულები გაიყვეს

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის E შესარჩევი ჯგუფის მეორე ტურის მატჩში, ჩეხეთის ეროვნულმა გუნდმა ბელგიისას უმასპინძლა. შეხვედრა ფერედ - 1:1 დასრულდა.

ანგარიში 59-ე წუთზე მასპინძელმა ლუკაშ პროვოდმა გახსნა. ათ წუთში კევინ დე ბრუინის გადაცემით რომელუ ლუკაკუმ გაათანაბრა.

ჯგუფს 4-ქულიანი ჩეხეთი ლიდერობს, ამდენივე ქულა მოუგროვდათ ბელგიელებსაც, თუმცა ბურთების უარესი ბალანსის გამო, მეორე ადგილზე დგანან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121662