ფეხბურთი

21:52 | 27.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

სარი „ფენერბაჰჩეს“ უთანხმდება

„იუვენტუსის,“ „ჩელსისა“ და „ნაპოლის“ ყოფილი მწვრთნელი, მაურიციო სარი, „ფენერბაჰჩესთან“ აწარმოებს მოლაპარაკებებს - გვამცნობს Football Italia, თურქულ Ajansspor-ზე დაყრდნობით.

წყაროს ინფორმაციით, იტალიელი სპეციალისტი სტამბოლურ კლუბში გადასვლასთან ახლოსაა. ის ამ დღეებში „ფენერბაჰჩეს“ პრეზიდენტთან კონტრაქტის პირობებს განიხილავს.

ცოტა ხნის წინათ, ფენერელთა ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ეროლ ბულუთი დაითხოვა. დროებითი დამრიგებლის მოვალეობას კი ემრე ბელეზოღლუ ასრულებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11389