სხვა

13:14 | 27.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინის ზედიზედ მეოთხე მოგება და ფინალი ჰარუ ბაშოს ბოლო დღეს (+VIDEO)

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე ჰარუ ბაშოზე დადებითი ბალანსისთვის ბრძოლას აგრძელებს. ტოჩინოშინმა მე-14 საშეჯიბრო დღეს იორიკირის ილეთით მე-15 მაეგაშირა ჰიდენოუმი დაამარცხა.

შედეგად, ტოჩიმ ზედიზედ მე-4 ბრძოლა მოიგო და საერთო ბალანსი 7-7-ზე გაუხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო დღეს ნამდვილი ფინალი ელოდება.

ტოჩინოშინი ჰარუ ბაშოს ბოლო დღეს მე-11 მაეგაშირა ჩიოტარიუს გაეჯიბრება და დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად აუცილებლად გამარჯვების მოპოვება სჭირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11344