ჩოგბურთი

23:12 | 26.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი მაიამის მასტერსს გამოეთიშა

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მაიამის მასტერსის პირველ წრეში მიკაელ იმერთან მარცხი განიცადა და ტურნირს გამოეთიშა. შვედმა ჩოგბურთელმა ქართველი 6:3, 4:6, 6:4 დაამარცხა და შემდეგ წრეში დიდი ალბათობით ალექსანდრ ზვერევს შეხვდება.

განვლილ შეხვედრაში თითქმის თანაბარი თამაში იყო. ბასილაშვილს ჩაწოდების მხრივ პრობლემები კვლავ ჰქონდა, 61 პროცენტის სიზუსტით აწოდებდა და 49-დან 28 გათამაშება მოიგო. ასევე, ქართველმა ხუთი ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო იმერმა - 1. უნდა ითქვას, რომ ქართველი უფრო მეტ ვინერსს ასრულებდა, თუმცა უნებლიე შეცდომებს ბევრს უშვებდა და უფრო მეტად ამის გამო წააგო.

0.117082