ფეხბურთი

22:20 | 26.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

კოშტამ "ბენფიკასთან" შეთანხმებას მიაღწია

ესპანელი ფეხბურთელი დიეგო კოშტა კარიერას კვლავ ევროპაში გააგრძელებს. როგორც Mundo Deportivo იუწყება, კოშტამ ლისაბონის "ბენფიკასთან" შეთანხმებას მიაღწია და მომდევნო ორი წლის განმავლობაში პორტუგალიურ კლუბში ითამაშებს.

დიეგომ მადრიდის "ატლეტიკოსთან" კონტრაქტი დეკემბერში გაწყვიტა და მას შემდეგ სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს. "არწივებმა" ფეხბურთელს წელიწადში სამ მილიონი ევრო შესთავაზეს და ბრაზილიური ფესვების მქონე კოშტასთვის პორტუგალიური გუნდი ენობრივი ბარიერითან მიმზიდველი აღმოჩნდა. ჯერჯერობით შეთანხმების დეტალები ოფიციალურად გასაჯაროებული არაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116356