ფეხბურთი

21:56 | 26.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებს გიორგი მიქაუტაძე გამოაკლდა
ხვიჩა კვარაცხელია გუნდთან ერთად ემზადება

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მეორე ტურის მატჩისთვის ემზადება, რომელსაც თბილისში ესპანეთის ნაკრებთან გამართავს.

ვილი სანიოლის გუნდის რიგებს გიორგი მიქაუტაძე გამოაკლდა. ნიჭიერ შემტევს ტრავმა აქვს და როგორც სფფ-ის პრესსამსახური იტყობინება, ის ვერც ესპანეთთან ითამაშებს და ვერც საბერძნეთის ნაკრებთან (31 მარტი). მიქაუტაძემ საქართველოს მოქალაქეობა ცოტა ხნის წინ მიიღო და დებიუტი შვედეთის წინააღმდეგ ჰქონდა, როდესაც ბოლო წუთები ითამაშა.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც შვედეთთან მატჩში პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს, თავს კარგად გრძნობს და გუნდთან ერთად მომავალი შეხვედრებისთვის ჩვეულ რეჟიმში ემზადება. ამრიგად, ვილი სანიოლის განკარგულებაში 24 ფეხბურთელია. გეტყვით იმასაც, რომ დავით ხოჭოლავას ნაცვლად ნაკრებს "დინამო ბათუმის" მცველი მამუკა კობახიძე შეუერთდა.

შეგახსენებთ, პირველი ტურის შემდეგ საქართველოს ქულა არ მოუპოვებია, ხოლო ესპანეთან გრანადაში საბერძნეთის ნაკრებს ვერ მოუგო და ქულას დასჯერდა. "ჯვაროსნები" "ფურია როხას" 28 მარტს, "დინამო არენაზე", 20:00 საათზე დაუხვდებიან.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ვალენსიენი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110728